აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: “წლის ბოლოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სატესტო მატარებლის გაშვება იგეგმება“

1-porum-akt-3საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. 2014 წლის ბოლოსთვის ახალი ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სატესტო მატარებლი 2014 წელს გაეშვება, ხოლო პროექტი  2015 წლისთვის დასრულდება. პრემიერმა ხაზი გაუსვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საქმეში.

ეს რკინიგზა პირდაპირ დააკავშირებს საქართველოსა და თურქეთს, ხოლო მარმარას გვირაბის მეშვეობით შეიქმნება პირდაპირი კავშირი ევროპიდან და აღმოსავლეთიდან თურქეთის გავლით საქართველოსა და სხვა რეგიონალურ ქვეყნებთან. ვგეგმავთ ორ წელიწადში ახალი ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობას. პორტი იქნება მულტიფუნქციური და შესაძლებლობა ექნება მიიღოს მსხვილი ტიპის სატვირთო გემები. პროექტში მონაწილეობის სურვილი 12-მა კონსორციუმმა უკვე გამოხატა. პორტის გამტარუნარიანობა იქნება წელიწადში 100 მილიონი ტონა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთბრუნვას საქართველოს გავლით", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.