პაატა ზაქარეიშვილი: “ჩვენ ვერ ვხედავთ ვერაფერ მიუღებელს რკინიგზის გახსნაში”
საქართველო, 27 ნოემბერი,
საქინფორმი.
ვლადიმერ პუტინის თანაშემწე
ვლადისლავ სურკოვის განცხადებას, რომ თბილისი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა,
პაატა ზაქარეიშვილი ეხმაურება.
„ბატონმა სურკოვმა გააკეთა განცხადება, რომ არასდროს საქართველოს წინააღმდეგი არ იყო რკინიგზის გახსნის და ვეთანხმები. არასდროს იგულისხმება დიდი ხანი და არა ორი წელიწადი ხო?! ანუ მას არ უგულისხმია, შეიძლება ვიღაცას ძალიან უნდა , რომ იგულისხმოს „ქართული ოცნება“, მაგრამ ეს არ იყო ნაგულისხმევი. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ როგორც შევარდნაძე, ასევე სააკაშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებდა რკინიგზის გახსნაზე. თუ რატომ არ გაიხსნა სხვა საკითხია მაგრამ როცა მოლაპარაკებას აწარმოებ ე.ი. შენ უშვებ რკინიგზის გახსნას. არ მუშაობს დღეს რკინიგზა. ერთადერთი მიზეზის გამო, საქართველო ამის წინააღმდეგია. ანუ საქართველო თავის ინტერესებს ვერ ხედავს რკინიგზის გახსნაში. შესაბამისად, ჩვენი პოზიციაა, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერაფერ მიუღებლობას რკინიგზის გახსნაში თუ გათვალისწინებული იქნება ყველა ის სახელმწიფო ინტერესები რაც საქართველოს გააჩნია“,-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.