საზოგადოება
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი უკან გაითხოვეს
1-Beso-sazog-1საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი.  კანონის მოთხოვნა, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის განადგურებას ითვალისწინებს, ძალაში რჩება. ცვლილების მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის განადგურების ვალდებულება, ე.წ. მაკომპრომეტირებელი ცნობების შემცველი ინფორმაციის განადგურების ვალდებულებით იცვლებოდა და დამტკიცების შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის განადგურების ნაცვლად, ე.წ. მაკომპრომეტირებელი მასალების განადგურება მოეთხოვებოდა. ცვლილებათა პაკეტი  ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტში შედიოდა, თუმცა დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ტერმინი "მაკომპომეტირებელი ინფორმაცია" სამართალდამცავებს ფართო ინტერპრეტაციას უტოვებდა. საკომიტეტო განხილვისას მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კანონის არსებული რედაქციის დატოვების შესახებ.