პოლიტიკა
საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ

1-Esho-polit-3საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ორი პარტნიორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა და მისი გაღრმავების სურვილი.
გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის, ასევე საქართველოს მხარდამჭერი იმ განცხადებისათვის, რომელიც 24 ნოემბერს ბალტიის ასამბლეამ რიგაში გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ლატვიის პრეზიდენტის უმაღლესი რანგის ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია ამ კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისაკენ მიმართული ნაბიჯი გადადგა.

შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხობის საკითხებსა და უკრაინაში შექმნილ კრიზისს, შავი და ბალტიის ზღვების რეგიონებში შექმნილ ვითარებას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ მეზობელი სახელმწიფოების მიმართ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა მიუღებელია.