პოლიტიკა
Financial Times: „საქართველო მოუწოდებს დასავლეთს, დაგმოს რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება“

1-Bez-polit-2საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ამ სათაურით აქვეყნებს გავლენიანი გამოცემა Financial Times-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერვიუს.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება არის რეაქცია იმაზე, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური და სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველო ცდილობს კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას. მას „ეჭვი არ ეპარება“, რომ მოსკოვი ამზადებს ასეთივე ხელშეკრულებას სამხრეთ ოსეთისათვისაც.

ჩვენ ვახორციელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებას, რათა რუსეთის ხელისუფლების ეს ქმედება დაგმობილ იქნეს“, - განაცხადა ბატონმა ღარიბაშვილმა აფხაზეთთან ორშაბათს ხელმოწერილ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის საგარეო, თავდაცვის, ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის საკითხები შეთანხმებული იქნება მოსკოვთან.

რუსეთი არ პასუხობს ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას იმავე სულისკვეთებით, - განაცხადა ბატონმა ღარიბაშვილმა, - ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ კონსტრუქციული ხელისუფლება, ჩვენ გვსურს მშვიდობა და დალაგებული ურთიერთობები ყველასთან, რუსეთის ჩათვლით. ჩვენი მისწრაფებები ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩვენი არჩევანია... ის არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ“.

„დიალოგის გარეშე ეს კონფლიქტი ვერ მოგვარდება, - განაცხადა ბატონმა ღარიბაშვილმა, - უნდა შედგეს პირდაპირი დიალოგი რუსეთის ლიდერთან. დასავლელმა ლიდერებმა უნდა წარმართონ მოლაპარაკებები.“