პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: „რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით განხილვა არ ყოფილა“

1-BakraZe-polit-1საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.

"უკვე გამოითქვა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით და ჩემი მხრიდანაც დავადასტურებ იმას, რაც ჩემთვის არის ცნობილი, ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი განხილვა რუსეთსა და საქართველოს შორის არ ყოფილა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომელიც გუშინ აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.