აქტუალური
საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს სომეხმა კოლეგამ, გენერალ-პოლკოვნიკმა იური ხაჩატუროვმა უმასპინძლა. მიღების ოფიციალური ცერემონიალი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
შეიარაღებული ძალების უფროსებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სომხეთის თავდაცვის მინისტრთან სეირან ოჰანიანთანაც გამართა შეხვედრა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების დელეგაციამ ვაზგენ სარგსიანის სახელობის სამხედრო ინსტიტუტიც მოინახულა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.