საზოგადოება
მამუკა კაციტაძე: „არჩევნები პრორპორციული სისტემით ჩავატაროთ“

1-mamuka-sazog-3საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. არასაპარლამენტო ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით ინტერპარტიული ჯგუფის წევრებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართეს. ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთ ლიდერი მამუკა კაციტაძის განცხადებით, უმჯობესია არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

„ოპოზიციის მრავალპარტიული ფორმატი მუშაობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე. პირველი თემაა საარჩევნო სისტემა, ანუ რა წესით უნდა ავირჩიოთ პარლამენტი და საკრებულო. მიგვაჩნია, რომ ფორმულა არის მარტივი - რამდენ პროცენტსაც მიიღებს ამომრჩეველთა ხმებისას კონკრეტული სუბიექტი, იგივე რაოდენობის მანდატები გამოეყოს, რათა სრულად აისახოს პოლიტიკური განწყობები პარლამენტსა და საკრებულოში. ანუ ახალი სისტემაა ის, რომ პროპორციული სისტემით ჩავატაროთ არჩევნები", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.