საზოგადოება
საია: „მომავალში რომ წამების ფაქტი განმეორდეს და სახალხო დამცველის წარმომადგენლები ვერ შეესწრონ მას, როგორ შეძლებს სისტემა მსგავსი ფაქტების გამოვლენას და დამნაშავეთა დასჯას?!”

1-amiug-sazog-1საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროკურატურას სპეციალური განცხადებით მიმართავს.

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისმა რწმუნებულებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების საშხაპე ოთახში მსჯავრდებული .. და ბრალდებული .. ნახეს იმ ვითარებაში, როდესაც ორივე მათგანი სველი ტანსაცმლით იწვნენ იატაკზე. ,,..- ხელფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული. ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, მათ შორის, სახეზე. ..- შუბლის არეში ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი, ასევე, სხვა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო ..- მარჯვენა თვალში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა.“ ამგვარ ვითარებაში პატიმრების აღმოჩენა, ბუნებრივია აჩენს ეჭვებს, რომ ისინი დაექვემდებარნენ წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას.

მივმართავთ პირადად მთავარ პროკურორს: დაუყოვნებლივ ჩამოაშოროს აღნიშნული საქმე ამჟამინდელ გამომძიებელს და გადასცეს სხვას; ობიექტურად შესწავლილ იქნეს რამდენად კანონის მოთხოვნათა ზუსტ შესაბამისობაში წარიმართა ამ დრომდე გამოძიება და დარღვევების დადგენის შემთხვევაში შესაბამის პირს/პირებს დაეკისროს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.