პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის პრეზიდენტ პოლ ტეილორთან შეხვედრით დაიწყო

1-raboCi-polit-3საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. Fitch Rating-მა 2014 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა რეიტინგი, სადაც საქართველოს ახალი რეიტინგი მიენიჭა, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესებას გულისხმობს. გაუმჯობესება კი ემყარება რიგ  ძირითად ფაქტორებს:

საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც, თავის მხრივ მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ;

საქართველოს არის ეკონომიკური პროგრესი და პოლიტიკური სტაბილურობა, რომლის დასტურია უკვე მესამედ არჩევნების მშვიდ, კონკურენტუნარიან გარემოში დემოკრატიულად ჩატარება.

ქვეყნის პოლიტიკურმა სტაბილურობამ, კორუფციის შემცირებასთან ერთად, ხელი შეუწყო ბიზნესის მხრიდან ნდობის ამაღლებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი რომან ჩხენკელი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.