უცხოეთი
რატომ ტოვებს ჩაკ ჰეიგელი აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პოსტს

1-Cak-zar-3საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. „ნიუ იორკ თაიმსის“ აზრით, ჰეიგელის გადაყენება წარმოადგენს თეთრი სახლის მცდელობას, მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ადმინისტრაცია სწრაფად რეაგირებს ებოლას ეპიდემიასა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში მარცხის გამო კრიტიკაზე.

ჰეიგელი ობამას კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც მსხვერპლად გაიღეს შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის მარცხის შემდეგ, რის შედეგადაც სენატი ოპოზიციის - რესპუბლიკელების კონტროლქვეშ მოექცა. აკი შენიშნა კიდეც „უიქლი სტანდარტის“ მთავარმა რედაქტორმა უილიამ კრისტოლმა: „ჰეიგელი იმიტომ გაათავისუფლეს, რომ თეთრ სახლსა და ბარაქ ობამას განტევების ვაცი სჭირდებოდათ. ამასთან, ობამას უწინდებურად სურს, რომ პენტაგონში სუსტი ხელმძღვანელობა და ნაკლები დამოუკიდებლობა იყოს“.