საზოგადოება
საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტ მარგველაშვილის მოწვევით, 25 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში ეწვევა.
ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან. შეხვედრის დასრულებითანავე გიორგი მარგველაშვილი და ანდრის ბერზინში ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
27 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილი და ანდრის ბერზინში აჭარის რეგიონსაც ეწვევიან, სადაც ხელი მოეწერება ბათუმისა და იურმალის დამეგობრების შესახებ ხელშეკრულებას.
ლატვიის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები არიან, საქართველოს 27 ნოემბერს დატოვებს.