საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: „ხალხთან ერთად ჩვენ შევეწინააღმდეგებით იმ აბსურდულ ნაბიჯს, რომელსაც დგამს მოსკოვი“

1-moskva-sazog-1საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დადებული ხელშეკრულების გაფორმების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

ბოლო ერთი თვეა, მთლიანად ჩვენი საგარეო აქტივობა მოცულია იმით, რომ აღვუდგეთ წინ ამ აბსოლუტურად ალოგიკურ ნაბიჯს, რომელსაც დგამს მოსკოვი. ასევე, მინდა კიდევ ერთხელ, ყველა ჩვენს მხარდამჭერს მსოფლიოს მასშტაბით გავაგონო ეს პოზიცია, მინდა მხარი დავუჭირო ასევე იმ პოზიციას, რომელიც გამოხატა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ეს პოზიცია არის სწორი და კვალიფიცირებული. საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად შევეწინააღმდეგებით ამ აბსურდულ ნაბიჯს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, რეალობა და მომავალი აფხაზებისა და ოსების არის მხოლოდ ერთიანი საქართველოს ფარგლებში.