პოლიტიკა
ელჩი ნორლანდი: „აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმების პროცესზე ინფორმაციას ვაშინგტონში ვაგზავნით“

1-elCh-polit-3საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმების პროცესს ვაკვირდებით, - ამის შესახებ განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა.

"ჩვენ ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას ისევე, როგორც სხვები. საქართველოს მთავრობასთან გვაქვს კონსულტაციები და ინფორმაციას ვაგზავნით ვაშინგტონში. ამასთან დაკავშირებით უფრო მიზანშეწონილი იქნება პასუხის გაცემა მაშინ, როდესაც მეტი ინფორმაცია გვექნება", - განაცხადა ნორლანდმა.