პოლიტიკა
ირმა ნადირაშვილი: „ეს მთავრობა დგას სწორედ უკანონო მოსმენებზე. ღარიბაშვილი ახლა დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს და ეს ძალიან ცუდი შედეგით დამთავრდება“

1-irm-polit-1საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ მოსმენებთან დაკავშირებით საკითხი კიდევ ერთხელ შეარყევს ღარიბაშვილის უმრავლესობას.

პრობლემები, მოსმენებთან დაკავშირებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით, იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დროს. ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო, დღეს 100 000 ჩართულ ტელეფონს კიდევ 100 000 დაამატა ღარიბაშვილმა. ცხადია, რომ ეს მთავრობა დგას სწორედ უკანონო მოსმენებზე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ ყველაფრის გამო უმრავლესობა დაეშალოს, ღარიბაშვილს მაინც არ უნდა, რომ ხელიდან გაუშვას ეს მექანიზმი... ეს საპარლამენტო სესია იქნება ძალიან მძიმე. ვაპირებთ ცხარე დისკუსიის გამართვას ამ თემაზე", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.