უცხოეთი
აზერბაიჯანი საფრანგეთს პროტესტს უცხადებს

1-protest-zar-3საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის საელჩომ საფრანგეთში ქვეყნის მთავრობისადმი უკმაყოფილება გამოთქვა საფრანგეთის ქალაქ ბუკ-ბელ-ერსა და სომხეთის მიერ ოკუპირებულ აზერბაიჯანის ქალაქ ჰანკენდს შორის მეგობრობის შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სააგენტო „ტრენდი“ იუწყება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჰიქმეთ გაჯიევის სიტყვებზე დაყრდნობით.

მისი თქმით, საფრანგეთი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა და აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ქვეყნის ზოგიერთი წრეები, რომლებიც სომხური დიასპორის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ ამ ურთიერთობებს.