აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრები შეიწყალა

1-pomilovanie-aqtual-2საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გასულ პარასკევს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“,  რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 121 პირი. ამათგან 93 მსჯავრდადებული უკვე ტოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო 28 მსჯავრდადებულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება. შეწყალებულთაგან 3 ქალია და 3 არასრულწლოვანი.

კომისიამ 752 მსჯავდებულის საქმე განიხილა, რომელთაგან 350 საქმე არსებითად იყო განხილული, ხოლო სხვა საქმეები არ აკმაყოფილებდა არსებითი განხილვისთვის საკმარის კრიტერიუმებს“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს.