დავით თევზაძე - ინგა გრიგოლიას: „ვეტერანები არ გავჩერდებით! გგონია ახლა რაგატკით გამოვალ?!”
საქართველო, 24 ნოემბერი,
საქინფორმი. ეს განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა
დავით თევზაძემ ტელეკომპანია "
იმედის" ეთერში გადაცემა "
რეაქციაში" საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ
ემზარ კვიციანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საზოგადოების განწყობას არ დაემთხვევა, ვეტერანები გაჩერებას არ აპირებენ. თევზაძე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ ემზარ კვიციანისთვის გამოტანილ განაჩენს უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ ემზარ კვიციანი პოლიტიკური პატიმარია.
„ვეტერანები არ გავჩერდებით, გამოვალთ და ვილაპარაკებთ. თქვენ გგონიათ, „რაგატკით“ გამოვალთ? არ გავჩერდებით. ამას სრული სერიოზულობით ვაცხადებ“,- განაცხადა თევზაძემ.
შეგახსენებთ, რომ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულ ემზარ კვიციანს სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.