საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „საქართველოში გაცემული დიპლომი და კვალიფიკაცია აღიარებული იქნება ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში

1-diplomi-sazog-1საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ევროპული კვალიფიკაციების სააგენტოსთან, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხარისხის კონტროლისა და შეფასების სისტემა მთლიანად იქნება ევროპაში არსებული სტანდარტების შესაბამისი“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა კონფერენციაზე– „განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები“ სიტყვით გამოსვლისას.

დოკუმენტში გათვალისწინებულიამსოფლიოს მოწინავე ქვეყნების გამოცდილება, მასში გაწერილია ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს, გაზიარებულია ევროგაერთიანებისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციები“,– განაცხადა პრემიერმა.

დოკუმენტი ემყარება საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020“-ით გათვალისწინებულ პრიორიტეტებს - დასაქმებას,  სამუშაო  ადგილების  შექმნასა  და  ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირების ხელშეწყობას. განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი ხედვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა.  მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა რეკომენდაციები. დოკუმენტს, სამოქმედო გეგმის სახით, საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.