პოლიტიკა
„ეს იყო შეხვედრა მეგობართან, კოლეგასთან და ქვეყნის პრეზიდენტთან. NDI საქართველოშია 1992 წლიდან და ჩემთვის ეს მეორე სახლია. ყოველთვის სასიამოვნოა პრეზიდენტთან შეხვედრა და საუბარი ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, რეგიონალური საკითხების თაობაზე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესზე, საარჩევნო და კონსტიტუციური რეფორმების შესახებ.
ასევე შევეხეთ თემებს, რომლებსაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში NDI-ის მხარდაჭერა ჰქონდა. თანამშრომლობას ვაგრძელებთ პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და პარლამენტთან. ასევე ვმუშაობთ ქალთა საკითხებთან დაკავშირებით და ქალთა მონაწილეობის შესახებ პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა კენ უოლაკმა.