ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა საპარლამენტო უმრავლესობასთან
საქართველო, 24 ნოემბერი,
საქინფორმი. გასულ შაბათს საქართველოს პრემიერ - მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან. საუბარი შეეხო პარლამენტში განსახილველ კანონპროექტებს, მათ შორის
ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების –
ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებულ პაკეტს. უმრავლესობამ აღნიშნულ კანონპროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა დაფიქსირდა განსხვავებული მოსაზრებებიც.
შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია დაესწრო, რომელმაც დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ–მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობას ბრიუსელში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.