სამართალი
პარლამენტში მოსმენების შესახებ ბესელია-ფოფხაძის კანონპროექტი დარეგისტრირდა

1-boselia-sam-1საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. ფარულ მოსმენებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებით ამ დროისთვის პარლამენტში მხოლოდ ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტია რეგისტრირებული. დოკუმენტის მიხედვით, პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცემა. ცალკე ვარიანტები აქვთ მზად „რესპუბლიკელ“ ვახტანგ ხმალაძესა და არასამთავრობო ორგანიზაციებს."ნაციონალური მოძრაობა" მზადაა, არასამთავრობო სექტორის წინადადება, რომელიც შსს-დან შეუზღუდავი წვდომის წამოღებას ითვალისწინებს, პარლამენტში კანონპროექტად დაარეგისტრიროს. თუმცა არასამთავრობო სექტორი „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებაზე უარს ამბობს.

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული პროექტების ინიცირება ორშაბათის ბიუროს სხდომაზე მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ კანონის პროექტი 2 კვირაში არ დამტკიცდება ან დამტკიცების შემთხვევაში კანონის პროექტი სახეცვლილი არ იქნება, შესაძლოა, პრეზიდენტმა მას ვეტო განმეორებით დაადოს.