საზოგადოება
უმრავლესობას კიდევ 12 დეპუტატი დატოვებს

1-umravlesoba-saz-3საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძის განცხადებით, მისთვის მიუღებელია, რომ ახალი საპარლამენტო უმრავლესობა ყოფილი „ნაციონალებისგან“ დაკომპლექტდა. დუმბაძის თქმით, უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა და შესაძლოა მმართველი გუნდი კიდევ 12-მა კაცმა დატოვოს.

ჩემი გათვლებით იქიდან წამოსული ხალხი, სულ მცირე, ორი ფრაქციის შექმნას შეძლებს“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ უმრავლესობიდან შესაძლოა12 კაცზე მეტიც წამოვიდეს. „ეს ადამიანები უკვე ღიად აფიქსირებენ თავის პოზიციას და, სავარაუდოდ, უნდა წამოვიდნენ“, - განაცხადა დუმბაძემ „ახალ თაობასთან“.