მურმან დუმბაძე: „ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი იყო“
საქართველო, 21 ნოემბერი,
საქინფორმი. ბათუმის მოქმედ მერ
გიორგი ერმაკოვს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ურთიერთობაში ადანაშაულებენ. ბათუმის მაჟორიტარის და ვიცე-სპიკერი
მურმან დუმბაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებამდე ერმაკოვი
„ქართულ ოცნებას“ ებრძოდა.
„კადრების შერჩევის მხრივ რეგიონებში კატასტროფული ვითარებაა. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები მაქვს... გიორგი ერმაკოვი ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი იყო. ის 2012 წლის 1 ოქტომბრამდე „ქართულ ოცნებას“ ებრძოდა... აღმოჩნდა, რომ ვიღაცის ნაცნობია. ხელისუფლების პირველი პირები სხვის ნეპოტიზმზე რომ ლაპარაკობენ, საკუთარი ნეოტიზმიც გაიხსენონ“, - განაცხადა დუმბაძემ „ახალ თაობასთან“ საუბარში.