საზოგადოება
მსოფლიო ბანკი საქართველოში გარემოს მდგომარეობის შესახებ კვლევას ატარებს

1-msof-bank-saz-1საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. მსოფლიო ბანკი საქართველოში გარემოს მდგომარეობის შესახებ კვლევას ატარებს. შეხვედრაზე, რომელსაც მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი ესწრებოდა, საერთაშორისო ექსპერტებმა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ქვეყანაში გარემოსდაცვითი მდგომარეობის წინასწარი შეფასება და შემუშავებული რეკომენდაციები წარმოადგინეს.

დოკუმენტის მიზანი საქართველოსთვის გარემოსდაცვითი განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაა. დოკუმენტში აღწერილი შეფასება ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს: 1) ქვეყანაში გარემოსდაცვითი მდგომარეობა და გარემოს დეგრადაციის ეკონომიკური ანალიზი, 2) პრიორტეტული გარემოსდაცვითი მიმართულებების ინსტრიტუციური შესაძლებლობების შეფასება.