აქტუალური
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ყველა წინასასამართლო სხდომა გადაიდო

1-miSa-akt-3საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ყველა ბრალდებაზე, პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლოში წინასასამართლო სხდომები გადაიდო. ექს-პრეზიდეტის ადვოკატი ოთარ კახიძის განცხადებით, პროკურატურამ ყველა საქმეზე საგამოძიებო ვადა 2015 წლის იანვრამდე გაზარდა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ სააკაშვილს, სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად, ბრალი სამი სისხლის სამართლის საქმეზე აქვს წარდგენილი: 7 ნოემბრის დარბევის, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივად ხარჯვისა და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.