პოლიტიკა
საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. პრემირ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს ინტერვიუერი ეწვია და მთავრობის მეთაურს და მის მეუღლეს, ნუნუკა თამაზაშვილს კითხვარი შეავსებინა.
აღწერას პრემიერის შვილები ანდრია და ნიკოლოზიც დაესწრნენ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 5 ნოემბრიდან დაიწყო და 19 ნოემბერს დასრულდა.