საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკურმა საბჭომ მიიღო, რომელიც გუშინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
პროექტი გრძელვადიანია და რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება. პირველ ეტაპზე საუბარია მშენებარე სახლებში დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების შესყიდვაზე. მეორე ეტაპი კი წლების წინ შეჩერებული მშენებლობების გააქტიურებას გულისხმობს.
ეკონომიკური საბჭოს წევრებმა დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარისგან მოისმინეს ინფორმაცია პროექტის –„სოფლის სახლი“ მიმდინარეობის შესახებ.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. დევნილები თავად არჩევენ სახლებს სოფლად, თავისი ინფრასტრუქტურით, სახნავ–სათესი მიწით და ხშირ შემთხვევაში მსხვილფეხა საქონლით. ასე რომ, დევნილი მოსახლეობა სოფლად იძენს არა მხოლოდ სახლს, არამედ მათ უჩნდებათ არსებობისა და ოჯახის რჩენის შესაძლებლობა,“–განაცხადა სოზარ სუბარმა სხდომის დასრულების შემდეგ.