პოლიტიკა
ბორის ჩოჩიევი: „რუსეთთან ახალი ინტეგრაციულ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ სამხრეთ ოსეთი უფრო დაცული იქნება“
1-boria-pol-1საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. დოკუმენტმა ცხინვალისა და მოსკოვის ურთიერთობა ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. პირველ რიგში კი ეს მათ შორის სამხედრო თანამშრომლობას ეხება. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბორის ჩოჩიევის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები ახალი ხელშეკრულების მომზადებაზე. ჩოჩიევი აცხადებს, რომ ის განსხვავებული იქნება დღეს მოქმედი დოკუმენტისგან. ჩოჩიევის თქმით სამხეთ ოსეთისთვის უსაფრთხოების საკითხი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და ახალი დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ რესპუბლიკის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.