სამართალი
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრას დაესწრნენ

1-discussion-samart-3საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. შეხვედრაზე მხარეებმა დეკემბერში დაგეგმილი რაუნდის წინამოსამზადებელი, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში – უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული გამოწვევები, დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ბოლო თვეების განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც უსაფრთხოების კუთხით არსებობს ადგილზე.