სამართალი
საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავში მცხოვრები ლია ვ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულმა მოქალაქე გელა გ-ს 2013 წელს 6600 ლარის სანაცვლოდ უნივერსიტეტ „ვიტა“-ს ბაკალავრის ყალბი დიპლომი, თსუ-ს მაგისტრატურის გაყალბებული ცნობა და საკვალიფიკაციო კურსების გავლის დამადასტურებელი ყალბი მოწმობა დაუმზადა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.