სამართალი
შსს-მ კასპის რაიონში 2005 წელს მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

1-kaspi-samart-1საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა და ასევე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა ირმა . განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2005 წელს კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში, შურისძიების მოტივით, „მაკაროვი“- სისტემის პისტოლეტიდან გასროლით მოკლა მეგობარი მამაკაცი. კვალის დაფარვის მიზნით ირმა ნ-მ გარდაცვლილი მისივე ავტომანქანაში დაწვა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ირმა ნ. 2005 წლიდან დღემდე სხვადასხვა გვარ-სახელით პერიოდულად იცვლიდა საცხოვრებელს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.