აქტუალური
საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. ევროკავშირი საქართველოს 30 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს, - ფინანსურ შეთანხმებას ბრიუსელში ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა მოაწერეს.
გრანტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის ხელშეწყობას და რეგიონებში ეკონომიკური და სოციალური მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას.