საზოგადოება
DEEP-ის სამუშაო ჯგუფი, რობერტ ანტისის ხელმძღვანელობით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენეშტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღო

1-gruppa-sazog-2საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ნატოს თავდაცვის განათლების და შენარჩუნების პროგრამის წარმომადგენლები იმყოფებიან. DEEP-ის სამუშაო ჯგუფს, რობერტ ანტისის ხელმძღვანელობით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი მასპინძლობს.

უცხოელ სტუმრებს გენერალური შტაბის უფროსი საქართველოში სერჟანტთა ინსტიტუტის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა და სერჟანტების განათლების დონის ამაღლებაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.

ამჟამად სერჟანტთა მომზადების ცენტრი ტრანსფორმაციის პროცესს გადის. მიმდინარეობს  ნატოს მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამებზე, ოთხსაფეხურიან განათლების სისტემაზე გადაწყობა.

DEEP-ის პროგრამა  ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის სამხედრო განათლების გაუმჯობესების კუთხით, სხვადასხვა სახის დახმარებას ითვალისწინებს.