პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ვიქნებით ძალიან პრინციპულები და კომპრომისს ვერ დავუშვებთ“
1-Delo-pol-3-an-2საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.მისი შეფასებით, წარმატებული შეხვედრები გაიმართა როგორც ნატო-ში, ისე - ევროკავშირის საბჭოში, ევროკომისიასა დაევროპარლამენტში.
ევროკავშირი ერთხმად აღიარებს, რომ საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა და ძალიან ბევრი მიღწევა აქვს. ჩვენი ევროპელი მეგობრები აფასებენ იმ წარმატებებს, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. უახლოეს მომავალში გაიმართება ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლონ იუნკერსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან. ასევე, მომავალ წელს საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი ეწვევა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ევროკავშირი ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის თავშეკავებულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში და მოსკოვსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ შეთანხმების შესაძლო გაფორმებით შეშფოთებულია.