პოლიტიკა
ვლადიმერ სანაკოევი: „2008 წლის აგვისტოში სააკაშვილი არ გეგმავდა და არც სურდა სამხრეთ ოსეთის აღება, სხვაგვარად, ამას ერთ დღეში გააკეთებდა! მას ძალიან უნდოდა, რომ რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილიყო და სასურველ შედეგსაც მიაღწია“

1-sanakoev-pol-2-an-1საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. ვლადიმერ სანაკოევმა კომენტარი გაუკეთა საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილის „Facebook“-ის გვერდზე განთავსებულ რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია „МИР“-ის გადაცემა „აქცენტების“  2014 წლის 18 ნოემბრის ვიდეოჩანაწერს თემაზე „რას აძლევს საქართველოს ნატო?
„ბატონო არნო!

ურადღებით მოვუსმინე მთელ ჩანაწერს. საკითხები რთული იყო და, რასაკვირველია, 12 წუთში შეუძლებელია მათზე უბრალო პასუხის გაცემა. დისკუსიის გაგრძელება მთელი საათი შეიძლებოდა და მაინც დარჩებოდა პასუხგაუცემელი კითხვები, მეტიც - წარმოიშვებოდა ახალი.

გამოვთქვამ ჩემს აზრს მხოლოდ ნიკიტა მინკოვიჩის ნათქვამზე. ვციტირებ: „ქართული არმია ყოველთვის ეფექტიანი არ არის და ყოველთვის ვერ ჭრის იმ ამოცანებს, რომლებსაც არმიის წინ სარდლობა წამოჭრის. კერძოდ, საუბარია 2008 წლის სამწუხარო-დასამახსოვრებელ მოვლენებზე...“

ჯერ კიდევ 2006 წლის ბოლოს ქართულ არმიას უნარი შესწევდა სამ დღეში კონტროლქვეს მოექცია სამხრეთ ოსეთის მთელი ტერიტორია და სრულად აღედგინა საქართველოს იურისდიქცია რუსეთის მიერ ნეიტრალიტეტის შენარჩუნების შემთხვევაში. ირაკლი ოქრუაშვილის ფიცით დანაპირები აბსოლუტურად რეალური გახლდათ და ყველაფერი სწორედ აქეთ მიდიოდა 2006 წლის ოქტომბრამდე. და მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში გადაწყვიტეს მიმართულება მშვიდობიანი გზისკენ შეეცვალათ, დიმიტრი სანაკოევის არჩევნების პარალელურად, ისეთივე არალეგიტიმურის, როგორც ედუარდ კოკოითის არჩევნები იყო.

მე ვლაპარაკობ როგფორც საქართველოს,ა სევე რუსეთის კანონების თვალსაზრისით,  რომელის 2008 წლის 26 ოქტომბრამდე სამხრეთ ოსეთს საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევდა. და ამის შესახებ 2012 წლის 8 აგვისტოს ერთმნიშვნელოვნად განაცხადა მთელი მსოფლიოს გასაგონად დიმიტრი მედვედევმა.

თუმცა, ისევ წამოიჭრება საკითხი, რომელი ხელისუფლება იყო ამ შემთხვევაში კანონიერი - დ. სანაკოევისა თუ ე. კოკოითის. მედვედევის ნათქვამიდან გამოდის, რომ დ. სანაკოევის. მაშინ, წამოიჭრება სხვა საკითხი, ძმები პუხაევებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გატაცების შესახებ. ეს კი ნიშნავს, რომ ლეონდი თიბილოვი დამნაშავეა!!! (ასევე, მისი ძალოვანი გარემოცვაც).

და მით უმეტეს, 2008 წლის აგვისტოში. უკვე 6 წელი გავიდა და ვერავის გაუგია, რომ სააკაშვილი არც გეგმავდა და არც სურდა სამხრეთ ოსეთის აღება. სხვაგვარად, ამას ერთ დღეში გააკეთებდა, 2006 წლის დეკემბერისგან განსხვავებით. ის არ მოუტყუებიათ იმით, რომ აქაოდა, რუსეთი არ ჩაერევა და რუსეთის არმია არ შემოვაო. მან შესანიშნავად იცოდა ეს და ძალიან უნდოდა, რომ რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილიყო. 2008 წლის აგვისტოში მან შეასრულა ყველა ამოცანა, რომელიც მის წინაშე იდგა და სასურველ შედეგსაც მიაღწია.

„ეს ჯერ კიდევ არ არის სერიის, მით უმეტეს, ფილმის დასასრული“. ჯერ ყველაფერი წინაა და როგორც ამბობენ, „შავი ტრაკი და თეთრი ტრაკი აბანოში გამოჩნდება“. მე ვლაპარაკობ არა სასურველზე, არამედ ნამდვილ რეალობაზე. ვამბობ იმას, რაც ვიცი“...