რედაქტორისგან
„საქართველოს ინტერესები მთელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ ერთხელ განისაზღვრა - მეფე ერეკლე მეორეს მიერ, როცა მან ხელი გეორგიევსკის ტრაქტატს მოაწერა“ - არნო ხიდირბეგიშვილი რუსეთის ტელერადიოკომპანია „МИР“-ის კითხვებს პასუხობს

1-Arn001-pol-1-redსაქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. გადაცემა „Акценты», წამყვანი - ალექსეი მელნიკოვი, 2014 წლის 18 ნოემბერი.
ალექსეი მელნიკოვი: რა მიზნით განათავსებს ნატო საქართველოში საწვრთნელ ცენტრს? და რამდენად კანონზომიერია ეს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ნატოს წევრი არ არის?
არნო ხიდირბეგიშვილი: მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ყველაფერი უმალ თავის ადგილას დადგება. ნატო - ესაა აშშ, საწვრთნელი ცენტრი - ესაა აშშ-ის სამხედრო ბაზა, საქართველო კი ტერიტორიაა, და არა სახელმწიფო.

ასე რომ - საქართველოში ბოევიკების საწვრთნელი ცენტრის განთავსება, რომელთა მეშვეობითაც აშშ „არაბულ გაზაფხულს“ - სახელმწიფო გადატრიალებებს ახორციელებს მთელ მსოფლიოში, წარმოადგენს ნატოში საქართველოს  ინტეგრაციის გეგმის შემდგომ ნაწილს. ოღონდ არა საქართველო შედის ნატოში, არამედ ნატო - საქართველოში.

რაც შეეხება კანონზომიერებას, მათთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? როგორ უნდა ვისაუბროთ კანონზომიერებასა და აშშ-ზე?! თუ ეს არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო სამართალი კვლავაც იგნორირებული იქნება აშშ მიერ, სანამ რუსეთი მუდმივად  თავის მმართლებლის პოზიციაშია...

ალექსეი მელნიკოვი: რაში ხედავთ საქართველოს ინტერესს, მის ტერიტორიაზე ნატოს საწვრთნელი ბაზა განათავსონ?

არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს ინტერესები მთელი მისი ისტორიის მანძილზე მხოლოდ ერთხელ იქნა განსაზღვრული - მეფე ერეკლე მეორეს მიერ, როცა მან ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს. ამიტომ დღეს კანონზომიერია ვისაუბროთ მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური წრეების ინტერესებზე - პოზიციისა და ოპოზიციის, პრემიერ ღარიბაშვილის ამჟამინდელ მთავრობაისა და პრეზიდენტ სააკაშვილის წინა ხელისუფლების, რომლებიც ერთმანეთსა და აშშ-ის ინტერესებს ემთხვევა. ამიტომ საქართველო აუცილებლად იქნება ინტეგრირებული ნატოში. და დღეს აშშ რუსეთს უკვე აღარ შეხედავს, მეტიც - რაც მეტად აღშფოთდება რუსეთის ფედერაცია - მით უფრო გააქეზებს აშშ-ს.

ალექსეი მელნიკოვი: როგორც ფიქრობთ, მზად არის კი ნატო, მხარი დაუჭიროს საქართველოს შეიარაღებით? ქართული არმიისთვის ხომ ამერიკული იარაღის მიწოდებაზე ჯერ კიდევ ქვეყნის თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ალასანია საუბრობდა.

არნო ხიდირბეგიშვილი: ალასანიამ  საქართველოს სურვილის შესახებ, განეთავსებინა თავის ტერიტორიაზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, შედარებით ახლახან - ნატოს უელსის სამიტზე განაცხადა. აშშ კი საქართველოს იარაღს აწვდის ჯერ კიდევ 2004 წლიდან - მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა „გააცურა“პუტინი ბათუმში ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით. ორი-სამი „პეტრიოტი“, ჟანგიანი „იროკეზები“, მსუბუქი მობილური შეიარაღება, „ჰამერები“ რადიოაპარატურით - ამ ყველაფრის ხილვა და დათვლა რუსეთის არმიას 2008 წლის აგვისტოში შეეძლო. ანუ, მხოლოდ ის შეიარაღება, რომელსაც ქართველი დაქირავებული ჯარისკაცები ავღანეთსა და მალიში უნდა ფლობდნენ, სადაც საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.

თუმცა, „ქართული არმიის მშენებლობაზე“ ან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სიტემებზე საუბარი არასერიოზულია. იმიტომ, რომ, ისეთი რამ, როგორიც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაა, მრავალი ელემენტისგან შედგება, რომელიც ამავდროულად უნდა იყოს ნატოს სიტემასთან ინტეგრირებული. ვინ დაკავდება ამით საქართველოში?!

ალექსეი მელნიკოვი: უელსში ნატოს სამიტზე საქართველოს თანამშრომლობის ე. წ. განსაკუთრებული პაკეტი შესთავაზეს. რა შედის აღნიშნულ პაკეტში კიდევ, საქართველოს ტერიტორიაზე ალიანსის საწვრთნელი ცენტრის განთავსების გარდა?

არნო ხიდირბეგიშვილი: ალბათ, პამპერსები და სურნელოვანი ხელსახოცები. თუმცა, თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ, ეს ყველაფერი უკვე გვსმენია: „MAP-ზე მეტი“ სააკაშვილის დროს, ახლა კი „ოქროს ბარათი“ და „მეტი ნატოსაქართველოში“... ყველაფერი, რის გაკეთებაც აშშ-ს საქართველოს ტერიტორიაზე მოეპრიანება, გაკეთდება კიდეც - იმ ფორმატითა და კომპლექტაციით, რომელსაც პოლიტიკური სიტუაციის განვითარება უკარნახებს.

ალექსეი მელნიკოვი: და, თქვენი აზრით, რამდენად მალე შეიძლება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სრულუფლებიანი წევრობის იმედი ჰქონდეს?

არნო ხიდირბეგიშვილი: ვინმეს შეუძლია ნატოს სრულუფლებიანი წევრების დასახელება?! ისტორიაში როდისმე ნატოს ჯარების სარდალი ყოფილა არაამერიკელი?! სწორედ სარდალი წარმოადგენს საკვანძო ფიგურას, რომელიც ალიანსის სამხედრო შემადგენელს ხელმძღვანელობს, ხოლო ნატოს გენმდივნები საქართველოს პრეზიდენტ მარგველაშვილს წააგავან, რომლებიც მის პოლიტიკურ შემადგენელს ახმოვანებენ.

თუ ოფიციალურ წყაროებს დავეყრდნობით, აშშ-ის პრეზიდენტიცა და გენმდივანი ანდერს ფოგ რასმუსენიც შედარებით ახლო წარსულში აცხადებდნენ, რომ უახლოეს 20 წელიწადში საქართველოს იმედი არ უნდა ჰქონდეს არა მარტო ნატოს წევრობის,  არამედ წევრობის სამოქმედო გეგმის, ე.წ. MAP-ის მიღებისაც. უფრო მკაფიოდ როგორ უნდა განემარტათ?!

და საერთოდ, რაში სჭირდებათ ჩვენი პრობლემები, როცა საქართველოს პოლიტელიტას ერთმანეთში ნამდვილი ქასთინგი აქვს გაჩაღებული თემაზე „ვინ უფრო დიდი ევროატლანტია?“. ამიტომ ბაზა - კი, ბატონო, მაგრამ წევრობა - არა!