სამართალი
ალასანიას ბოლო გაფრთხილება პროკურატურას: „თუ არაფერი შეიცვლება, ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოებას ჩავრთავ“

1-ira-samart-2საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ე. წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას ბოლო გაფრთხილებას აძლევს.

"მინდა საგანგებო განცხადება გავაკეთო კაბელების საქმესთან დაკავშირებით, ამ დრომდე ადვოკატებს არ გადასცემიათ საქმის მასალები და არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ დაკავებული პირების სრულყოფილად დაცვა განახორციელონ. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მთავრობას, რაც შეიძლება დროულად მიეცეს ადვოკატებს, ამ ადამიანების დაცვის შესაძლებლობა. ეს არის ბოლო გაფრთხილება, განსაკუთრებით, პროკურატურს მიმართ, იმ შემთხვევაში თუ არაფერი შეიცვლება, უკვე ამ პროცესში ჩავრთავ საერთაშორისო საზოგადოებას", - განაცხადა ალასანიამ გორში თანაპარტიელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.