ლადო სადღობელაშვილი: “სანიკიძე დატოვებს თავის სავარძელს და წასვლამდე იწერს და იწერს პრემიებს..."
საქართველო, 19 ნოემბერი,
საქინფორმი. პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი
დავით ფერაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის ყოველთვიური ხელფასი, დანამატისა და პრემიის ჩათვლით,
12500 ლარს შეადგენს, არასამთავრობო ორგანიზაცია "
თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი
ლადო სადღობელაშვილი ეხმაურება.
„შიხიაშვილი მახსენდება, როდესაც მან ბოლო სამი თვე იწერა და იწერა პრემიები. მსგავსი ვარიანტი მახსენდება ამ ქალბატონთან მიმართებაშიც და ეტყობა გრძნობს, რომ გაშვებას უპირებენ ან გაფრთხილებულია და იწერს ამ ხელფასებს... თუ მომავალ თვეში ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა, არ გამოვრიცხავთ, რომ იქნება აქციები ან ამ ქალბატონის მიმართ ცოტა სხვა მიდგომა. დეკემბრის ბოლოს, მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ქალბატონი დატოვებს თავის სავარძელს და, ეტყობა უნდა, რომ წასვლის წინ ბონუსები და პრემიები დაიწეროს მაქსიმალურად, რომ ერთი-ორი თვე კიდევ გაინაღდოს ცხოვრება ფეხი-ფეხ გადადებული. არ გამოუვა ჩვენ ხარჯზე, ბიუჯეტის და მოსახლეობის ხარჯზე გამდიდრება",-განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.