თეა წულუკიანი: „საქართველო ვიზა ლიბერალიზაციის მეორე ფაზას ევროკავშირის დაკვირვებით გააგრძელებს“
საქართველო, 19 ნოემბერი,
საქინფორმი. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა
თეა წულუკიანმა საზოგადოებას ვიზა ლიბერალიზაციის პირველი ფაზის დახურვა კიდევ ერთხელ მიულოცა.
„ჩვენ გავხსენით ამ პროცესის მეორე ფაზა, როდესაც შეგვეძლება, რომ ევროკავშირმა უკვე შეამოწმოს, ჩვენ მიერ შემუშვებული რეფორმები პრაქტიკაში როგორ ხორციელდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროცესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“,-განაცხადა წულუკიანმა.