აქტუალური
ალექსი პეტრიაშვილი: „საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა რუსეთს განსაკუთრებულად ანერვიულებს“

1-aleksi-aqtual-2საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრას "თავისუფალი დემოკრატები“ დადებითად აფასებენ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური კურსის ურყევობის დადასტურება მნიშვნელოვანია.

საქართველოში უახლოეს პერიოდში გაიხსნება ნატოს საწვრთნელი ცენტრი, რაც ასე განსაკუთრებულად აღელვებს და ანერვიულებს რუსეთს. მივესალმები, რომ ეს დადასტურება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, როგორც არასდროს, როდესაც რუსეთის ღია აგრესია კიდევ უფრო მზარდი ხდება და საფრთხე მისგან მომავალი, რეალურად განხორციელდეს ეს გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.