საზოგადოება
ფედერიკა მოგერინი: „ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და დე-ფაქტო აფხაზეთს შორის ფორმდება, ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას"

1-federika-sazog-3საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. ასე აფასებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ფედერიკა მოგერინი ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ფორმდება.

"ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანასკნელი მოვლენები, განსაკუთრებით დე-ფაქტო ხელისუფლების ნაბიჯები გამყოფ ხაზებთან დაკავშირებით, ასევე, იმ ხელშეკრულებასთან მიმართებაში ვისაუბრეთ, რომელიც რუსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ფორმდება. აღნიშნული ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიულ მთიანობას ძირს უთხრის და ნამდვილად არ შეაქვს წვლილი რეგიონში დეესკალაციის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად პროაქტიურად იმუშავებს ამ საკითხების განხილვაზე რუსეთის ფედერაციასთან", - განაცხადა მოგერინიმ.