საზოგადოება
დავით უსუფაშვილი: „ევროპელები დაინახავენ, რომ ქვეყანა კურსს არ იცვლის"

1-usup-sazog-2საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრემიერის ბრიუსელში ვიზიტისა და იქ გამართული ოფიციალური შეხვედრების შეფასებისას გააკეთა.

ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის შედგა საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებული, ევროპელებისთვის ცოტა არ იყოს გაუგებარი ამბების შემდეგ, იმიტომ, რომ მეც მქონდა, ცხადია, ამაზე კითხვები ჩემი კოლეგისგან, რა მოხდა, რატომ მოხდა და ა.შ. ახალი მინისტრების ბრიუსელში ჩასვლა და მათი უშუალო მონაწილეობა ამ პროცესში არის გადამწყვეტი ფაქტორი და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოლეგები ევროკავშირიდან დაინახავენ, რომ არანაირი საფუძველი იმაზე სასაუბროდ, რომ ქვეყანა კურსს იცვლის, არ არსებობს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.