საზოგადოება
კახა კალაძე: „ერთადერთი ძალა, რომელსაც კითხვები გააჩნია ჩვენს ევროპულობასთან, არის "ნაციონალური მოძრაობა"

1-kaxi-sazog-1საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ურყევი კურსი დააფიქსირა, ალიანსის ხელმძღვანელმა კი ამ კურსის მხარდაჭერა.

ერთადერთი ძალა, რომელსაც კითხვები გააჩნია ჩვენს ევროპულობასთან, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" რაღაც გარკვეული ჯგუფი. სხვა მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ კურსი, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და არა რომელიმე კონკრეტულმა პიროვნებამ, პოლიტიკოსმა, ან პარტიამ, უცვლელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.