პოლიტიკა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი: “ჩვენ შევეცდებით, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი დავაჩქაროთ”

1-Sulc-polit-1საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი ვარ თქვენთან შეხვედრით. მე ვფიქრობ, კიდევ ერთხელ უნდა შევეხოთ იმ საკითხს, რომელსაც ევროპარლამენტი განიხილავს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით და ხელმისაწვდომი გავხადოთ ინვესტორებისათვის, ქონდეთ წვდომა ევროპულ ბაზარზე", - განაცხადა შულცმა.

მისი თქმით, ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში და გაწეული ძალისხმევისთვის მადლობას უხდის.