საზოგადოება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დავით დონდუა, გიგი გიგიაძე და ხათუნა თოთლაძე დაინიშნენ

1-avtandill-saz3საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. შესაბამის განკარგულებას პრემიერმა ხელი უკვე მოაწერა. მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი დავით დონდუამ დაიკავა.
“დავით დონდუა 2012 წლიდან დღემდე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა. 1998–2000 წლებში გახლდათ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. 2000 – 2005 წლებში იყო ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელი.
გიგი გიგიაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობაზე 2000 წლიდან მუშაობს. 2010-2012 წლებში ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა. 2012 წლიდან დღემდე გახლდათ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
ხათუნა თოთლაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2002 წლიდან მუშაობს. 2003 წლიდან საქმიანობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში. 2012 წლიდან დღემდე გახლდათ საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი",- აღნიშნულია, კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.