შსს-მ ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
საქართველო, 18 ნოემბერი,
საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
შიო კ. და
მამუკა ბ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდაში 3 მაღაზია გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთები და 100 ლარამდე ფული მოიპარეს. იმავე ღამეს შიო კ-მ და მამუკა ბ-მ სოფელ ნიკორწმინდაში ავტომანქანიდან მაგნიტოფონი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.