საზოგადოება
ხობში მგლების შემოსევაა

mgeliსოფელ საჯიჯაოში ნადირი მოსახლეობას ეზოში შეუვარდა და სამ ოჯახს საქონელი დაუგლიჯა.
ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. ბოლო 10 დღის განმავლობაში მგელმა 12 ოჯახი დააზარალა. მარტო ერთ ოჯახს ნადირმა 25 სული თხა დაუგლიჯა. სოფლის მცხოვრებლებს ბავშვების სკოლაში გაშვება ეშინიათ. მოსწავლეებს, რომლებიც სოფლის განაპირა უბნებში ცხოვრობენ, მგელი რამდენჯერმე სკოლისკენ მიმავალ გზაზეც დაუნახავთ.
ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.