სამართალი
შსს-მ სამეგრელოში მომხდარი მკვლელობა გახსნა

1-tojail-sam2საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დემნა . განზრახ მკვლელობის ბრალდებით ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში დააკავეს.  გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 17 ნოემბერს დემნა - სოფელ კახათში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ მამას - 1939 წელს დაბადებულ ჯამბულ - ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად ჯამბულ კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.