ელისო კილაძე: „გალეგაშვილს საკუთარი სახლის სადარბაზოში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს თავში“
საქართველო, 18 ნოემბერი,
საქინფორმი. გაზეთ "ქრონიკა +"-ის რედაქტორის, ჟურნალიტ
ელისო კილაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
დავით გალეგაშვილს დაუდგენელმა პირებმა საკუთარ სადარბაზოში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს თავში.
როგორც "პირველ რადიოს" ელისო კილაძემ განუცხადა, ამის შესახებ მას ინფორმირებულმა ადამიანმა აცნობა.
"ჩემი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დათო გალეგაშვილს საკუთარი სახლის სადარბაზოში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. ის იპოვეს სადარბაზოში უგონო მდგომარეობაში. მე მაოცებს იმ ადამიანების კომენტარები, სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩათვლით, რომელებიც ამბობენ, რომ დავით გალეგაშვილი წაიქცა. ადამიანი არის უგონო მდგომარეობაში, საიდან დაასკვნეს ამათმა, ან საიდან გაიგეს, რომ წაიქცა და თავი დაარტყა. მეორე საკითხი - ეს შემთხვევა მოხდა 14-ში ღამით, ზუსტად 48 საათის განმავლობაში ამ ამბავს საგულდაგულოდ მალავდნენ და სანამ მედიამ არ გაარკვია, იქამდე იყო საგულდაგულოდ დამალული", - განაცხადა ელისო კილაძემ.